რედიესი

Radiesse არის ინოვაციური შემავსებელი, რომელიც ცნობილია როგორც "ჭკვიანი ფილერი." პროცედურა განკუთვნილია კანის გაახალგაზრდავებისთვის და მისი ელასტიურობის გასაზრდელად. Radiesse ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და უზრუნველყოფს მოცულობის აღდგენას იმ ზონებში, სადაც კანი კარგავს სიმკვრივესა და ელასტიურობას. Radiesse საშუალებას გაძლევთ მიიღოთ უფრო მკვრივი, გლუვი და ახალგაზრდული იერი ქირურგიული ჩარევის გარეშე.

რა შედეგი აქვს Radiesse-ს?

  • მოცულობის აღდგენა: კანში შემავალი ფილერი ახდენს მოცულობის შევსებას, რაც სახეს უბრუნებს ახალგაზრდულ იერს
  • ნაოჭების შემცირება: Radiesse ამცირებს წვრილ და ღრმა ნაოჭებს, სახის სხვადასხვა ზონაზე
  • კონტურის გაუმჯობესება: გამოკვეთს ყვრიმალებს, ნიკაპსა და სახის ოვალს - ქმნის უფრო მკაფიო და დახვეწილ კონტურს
  • კოლაგენის გამომუშავების სტიმულაცია: პრეპარატის უნარი გაზარდოს კოლაგენის სინთეზი უზრუნველყოფს ხანგრძლივ, ბუნებრივ შედეგს, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უმჯობესდება

სხეულის რა ზონებზე ტარდება Radiesse?

Radiesse ძირითადად გამოიყენება სახეზე:
მუცელი, ნიკაპი, ყბის ხაზი.

რამდენ პროცედურას მოიცავს კურსი/რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდირებული პროცედურის ჩატარება?

Radiesse-ის შედეგი ნარჩუნდება საშუალოდ 12-18 თვე. შედეგის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია განმეორებითი ინექციები დაახლოებით წელიწადში ერთხელ. ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი აფასებს მდგომარეობას და ამის მიხედვით ნიშნავს განმეორებით პროცედურას. 

რედიესის ჩვენებები

  • ასაკობრივი ნიშნები: ელასტიურობის დაკარგვა, მოცულობის დაკლება, წვრილი და ღრმა ნაოჭები
  • სახის კონტურის კორექცია და გამოკვეთა